შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სალარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები. 1968-1972წწ. იყო რკინიგზის ტექნიკუმში ლაბორანტი; 1972-1973წწ. პოლიტექნიკური ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1973-1975წწ. პირველი მაისის რაიონის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1975-1978წწ. კპ საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1980-1981წწ. 26 კომისრის სახელობის კპ რაიკომის მდივანი; 1981-1982წწ. საქალაქო კომიტეტის განყოფილების უფროსი; 1982-1986წწ. შსს ორგანოების თანამშრომელი; 1986-1990წწ. იურიდიული განყოფილების უფროსი, თბილისის საქალაქო სასამართლოს, პროკურატურის კოლეგიის წევრი; 1990-1993წწ. შსს მინისტრის მოადგილე; 1993-1998წწ. საქართველოს საგადასახადო ინსპექციის უფროსი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს სახალხო დამცველი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 286; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |