The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეშქენ ოპიზარი

Date of birth:11??
Date of death:11??
Category:Painter, Entertainer

Biography

XII საუკუნის ოქრომჭედელი. წარმოშობითა და მოღვაწეობით ოპიზასთან(კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

ბიოგრაფიული ცნობები ბეშქენ ოპიზარის შესახებ არ არის შემონახული. შემორჩენილია მისი ერთადერთი ნამუშევარი–ბრეთის სახარების  ვერცხლის გარეკანის მოჭედილობა(ინახებოდა გელათში, ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში). გარეკანის წარწერაში ნათქვამია: "მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპიზარისაითა". გარეკანის ერთ მხარეს გამოსახულია "ჯვარცმის", მეორე მხარეს "ვედრების" კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რომელთა ინტერვალები "ჯვარცმის" მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, "ვედრების" მხარეს კი შევსებულია წარწერებით. განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსელის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბეშქენ ოპიზარის მაღალ ოსტატობას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.419


Share: