შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბექაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შეხვეტილა, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963 წლიდან იყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბახა, მინდია (ვაჟა–ფშაველას "მოკვეთილი", "მთანი მაღალნი"), კიკიტია (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), ლევბორგი, სკულე (ჰ. იბსენის "ჰედა გაბლერი", "ბრძოლა ტახტისათვის"), შერბინა, ბაჩანა, დევდარიანი, ტიგრანა, გამცემლიძე, შოშია (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა", "მარადისობის კანონი", "საბრალდებო დასკვნა"), დორნი (ა. ჩეხოვის "თოლია"), სატინი(მ. გორკის "ფსკერზე"), ხიდაშელი (გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.417; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |