The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ბექაური

ვლადიმერ ბექაური
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1882
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1938  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი, სოფელი კიტოხი. 

დაამთავრა თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი 1903 წელს.

1905 წელს მონაწილეობდა ხაშურის საორთქლმავლო დეპოს რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც იდევნებოდა პოლიციისაგან. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. ამ პერიოდში გამოიგონა ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით და პირადად ვ. ი. ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით შეიქმნა "განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო" , რომელსაც ვლადიმერ ბექაური ხელმძრვანელობდა. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ეხებოდა ნაღმების ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკისა და სხვა დარგებს. აქ ამუშავებდნენ აგრეთვე ტორპედოებს წყალქვეშა ნავებისათვის, განსაკუთრებულ ფუგასებს, რადიოს საშუალებით მართულ კატარღებს და სხვა. ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბემი. ვ. ბექაურის გამოგონებებს წარმატებით იყენებდნენ II მსოფლიო ომში. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. ხაშურის ოთხსართულიანი, ტუფის ქვით აშენებული ქალაქის საავადმყოფოს კედელზე, შესასვლელთან, დამაგრებულია ბარელიეფის დაფა რომელიც გვამცნობს, რომ ეს საავადმყოფო აშენებულია 1934–1936წწ. ქართველი გამომგონებლის ვლადიმერ ივანეს ბექაურის გამოგონებებზე გაცემული ჰონორანით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.417

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: