The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე გრუზინსკი

Legal name:იოანე ბაგრატიონი
Date of birth:24 April, 1826
Date of death:15 September, 1880  (at 54 years)
Category:Royalty

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი 1847 წელს.

კამერ–პაჟის რანგით ჩაირიცხა კავალენგრადის პოლკში, სადაც ერთ წელიწადს მსახურობდა; XIX–საუკუნის 60–იან წლებში ცხოვრობდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში; დაახლოებული იყო რუს მწერალ ა. გერცენთან; აქვეყნებდა სტატიებს ლონდონსა და ჟენევაში გამომავალ გაზეთ "კოლოკოლში", რომლის გამოცემაშიც მას მატერიალური წვლილი შეჰქონდა; თავი მოუყარა ძველ ქართულ ხელნაწერებს, მხატვრულ ბეჭდურობის ნიმუშებსა და ისტორიულ რელიქვიებს; მან თავისი კოლექციაში თავმოყრილი ხელნაწერების ფონდი საჩუქრად გადასცა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკას; მფარველობდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებს; მას, როგორც სამეფო სახლის უფროსს, პლატონ იოსელიანმა მიუძღვნა "ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა"; ვინაიდან შვილი არ ჰყავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ–კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ბიძაშვილზე (დ. გრუზინსკი); თავადი, ქართლ–კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.167


Share: