The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბექა I

Legal name:ბექა ჯაყელი
Date of birth:1240
Date of death:1308  (at 68 years)
Category:Royalty

Biography

1285–1306წწ. იყო სამცხის მმართველი. ბექა I-ის სამფლობელო-საგამგეო(სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაოს დიდი ნაწილი, კოლა, არტაანი და ჯავახეთის მრავალი სოფელი) გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან კარნუ-ქალაქსა(ახლანდელი ერზრუმი) და შავ ზრვამდე. 1266–1334წწ. ეს მხარე გამოყოფილი იყო ერთიანი საქართველოს სამეფოსაგან და ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ბექა I ილხანთა სახელმწიფოს ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათს ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა. ბექა I საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი(აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში). ბექა I იყო ქართული პოლიტიკური გავლენის აქტიური დამცველი ტრაპიზონის სამეფოში, რომელსაც  საქართველოს მეფის ხელისუფლების დასუსტების გამო შეიძლებოდა ბიზანტია დაუფლებოდა. თვით ტრაპიზონშიც ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება–ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა დასმა. ამისი ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის  დაქორწინება ბექა I-ის ასულზე. ბექა I-ის მეორე ასული ნათელა იყო დემეტრე II თავდადებულის მეუღლე. მათი ვაჟი გიორგი(შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა.

ბექა I ენერგიული მმართველი იყო. მის დროს შედგა სამართლის წიგნი, რომელიც ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა("წიგნი სამართლისა, კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე ), აშენდა წმინდა საბას ლავრა საფარაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.416


Share: