The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე გრუზინსკი

პეტრე გრუზინსკი
ოფიციალური სახელი:პეტრე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1892  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. პავლოვსკის სამოქალაქო სასაფლაო, რუსეთი
კატეგორია:მხატვარი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კურსკი, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1863 წელს.

საზღვარგარეთ გაემგზავრა აკადემიის მხარდაჭერით; პარიზში დახატა სურათები "ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე" და "ბაზარი ფონტენბლოში"; 1864 წელს დაბრუნდა რუსეთში, რათა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის შეკვეთილი სურათის ("რუსის ჯარის მოახლოებისას მთიელები ტოვებენ აულს") ესკიზები შეესრულებინა; 1872 წელს სამუდამოდ დაბრუნდა რუსეთში და იმავე წელს აღნიშნული სურათისათვის აკადემიკოსობა მიიღო; მისი გვიანდელი (1890-მდე) ნამუშევრებია: "სცენა სოფლის ცხოვრებიდან", "გასეირნება ქალაქგარეთ". პეტრე გრუზინსკი ცნობილია კავკასიის ომის სცენების ნახატების სერიით. მიღებული აქვს მცირე ოქროს მედალი (1860) სურათისთვის "ბოშათა ბანაკი", დიდი ოქროს მედალი (1862) სურათისათვის "ღუნიბის აღება". შთამომავალია XVIII საუკუნეში რუსეთში გადასახლებულ ბაგრატიონთა დინასტიის მუხრან-გრუზინსკის შტოსი. დაკრძალულია ქ. პავლოვსკის სამოქალაქო სასაფლაოზე, თუმცა საფლავის ქვა და სამარხი არაა შემორჩენილი. ეროვნებით ქართველი, რუსეთში მოღვაწე ფერმწერი, ბატალისტი და ჟანრისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.167


გააზიარე: