Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ რჩეულიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1980წწ. ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს კვლევის ფიზიკური და ქიმიური მეთოდების ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1980-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომანქანების კათედრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1982-1984წწ. კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1984-1985წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის უცხოეთთან ურთიერთობის გან-ის ინსტრუქტორი; 1985-1987წწ. მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №2.7 ჩუღურეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სოციალისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1985 წლიდან აქვეყნებდა სტატიებს. იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 282; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.300 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |