| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე რუსეცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს; 1995 წელს ESM, აშშ საგარეო პოლიტიკის ასოციაციის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა, მიღებული აქვს კონფლიქტების მართვის და მოლაპარაკებების წარმოების ინსტრუქტორის სერტიფიკატი. 1989-1991წწ. იყო გაზეთ"რეზონანსის" რედაქტორი; 1991-1993წწ. საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი; 1994-1998წწ. სოციალური ურთიერთობების განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი; 1991 წლიდან ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი; შემდეგში კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი; 2019 წლის 31 იანვარს დაიცვა სადოქტოო დისერტაცია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თემაზე - "პროფესიული არჩევანის პრობლემის ზეგავლენა სტუდენტის სწავლის პროცესზე და პროფესიულ გარემოში ადაპტაციაზე"; პროფესიული ბედნიერების თეორიის, ამბივერტული განათლების და მეცნიერების კონცეპციის და სიმ-მეთოდის (სწავლა / სწავლების ინტეგრირებული მეტაკოგნიტური მეთოდი) ავტორი; წმინდა თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პორგრამის ხელმძღვანელი; ქართული გლობალური უნივერსიტეტის პროექტის ავტორი (12.12.2019); მეტაფსიქოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის და ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის სკოლის პროექტის ავტორი და თანადამაარსებელი (2020); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პოლიტიკური მეცნიერების დოქტორანტი, კონფლიქტების მეტაკოგნიტური მართვის თეორიის ავტორი; მონოგრაფია "მეტაპოლიტოლოგიის არსენალი მშვიდობისათვის ავტორი" (rav2021.com), რომელიც 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ეროვნული ფონდის მხარდაჭერით გამოსცა; გადაცემა "მეცნიერება და ინოვაციების" წამყვანი 2019 წლის მარტიდან; 2022 წელს იყო პოლიტიკის მეცნიერებათა და მორალის აკადემიის და პოლიტიკის მეცნიერებათა ელექტრონული ნავიგატორის შექმნის ინიციატორი ps-ge.com; 2023 წელს მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ნაშრომისთვის - "აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მეტაკოგნიტიური მართვის მოდელი"; 2023 წელს მისი ინიციატივით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააწესა "მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია"; 2024 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, აკადემიკოს ომარ გიგიაშვილთან ერთად გამოაქვეყნა სტატია - "ქართული მეტაპოლიტოლოგიური სკოლის III-XVIII საუკუნის ზოგიერთი ფრაგმენტი", რითიც 15 საუკუნით გადაიწია ქართული პოლიტიკური მეცნიერების და განათლების სკოლის ისტორია. მეტაკოგნიტიური მართვის თეორიის ავტორი (2023), კონფლიქტოლოგი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 282 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

