შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო როინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1969წწ. იყო ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1978წწ. ლაბორატორიის, 1978-1997წწ. განყოფილების გამგე; 1997 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 115 სამეცნიერო სტატიის ავტორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კოსმოსური სხივების ფიზიკის ტრადიციების დამკვიდრება და განვითარება. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი რამდენიმე საერთაშორისო ექსპერიმენტში და კოლაბორაციაში იყო გაერთიანებული. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უცნაური ნაწილაკების განივი იმპულსების შესწავლა", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მრავლობითი გენერაციის პროცესები 200 გევ ენერგიის ზემოთ", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 281 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |