შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ როინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1957 წელს. ორი წლის განმავლობაში სწავლობდა კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტზე(ჩელო); 1957-1962წწ. იყო ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1962-1966წწ. უფროსი ინჟინერი; 1966-1969წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1994წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1994 წლიდან სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს მრჩეველი. არის 120 სამეცნიერო სტატიისა და ერთი გამოგონების ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იზოტროპული თვისებების მქონე ტრეკული ნაპერწკლოვანი კამერის მახასიათებლები და მუშაობის მექანიზმი", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ინკლუზიურ მეზონ-ნუკლონური გამოკვლევა და მეზონური მდგომარეობები რეაქციებში სერპუხოვის ენერგიებზე", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 281
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |