The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გრძელიძე

თეიმურაზ გრძელიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1956  (68 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1978 წელს; სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე 1980-1981წწ.

1978-1980წწ. მუშაობდა საკავშირო სამეცნიერო–კვლევით და საპროექტო–საკონსტრუქტორო ინსტიტუტში ინჟინრად; 1981 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1997-2000წწ. იყო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პიველი მოადგილე; 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე; 2001-2004წწ. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; გენერალ–მაიორი (1994), მინისტრის მოადგილე

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.169; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.103

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 2000 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმის, საბრძოლო მომზადებისა და თავდადებული სამსახურისათვის

გააზიარე: