შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუბაზ I![]()
ბიოგრაფიადაახლოებით 456 აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგრისის დამოუკიდებლობისათვის; დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ უშედეგოდ; იმპერატორ მარკიანემ ჯარი გამოგზავნა; ეგრისელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს; ომი გაჭიანურდა; გუბაზ I-მა მოლაპარაკება დაიწყო მოწინააღმდეგე მხარესთან, რომლებმაც მოსთხოვეს გადამდგარიყო მეფობიდან ან გადაეყენებინა თავისი ძე, რომელიც თანამმართველად ჰყავდა; გუბაზ I-მა მეფობა თავის ვაჟს წათეს დაუთმო, თვითონ კი, ბიზანტიელთა მოთხოვნით, 465 იმპერატორ ლეონ I–ს ეახლა კონსტანტინოპოლში; წყაროს ცნობით, გუბაზ I ბიზანტიის სამეფო კარზე ჯერ გაუკიცხავთ განდგომისათვის, შემდეგ კი კეთილად მოპყრობიან და სამშობლოში გაუსტუმრებიათ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |