The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გუბელაძე

დავით გუბელაძე
Date of birth:14 October, 1959  (65 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ–ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იურისტ–ეკონომისტის სპეციალობით 1999 წელს.

1983-1988წწ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტი; 1983-2007წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის: ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1989-2005წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარურლი უნივერსიტეტის ასპირანტურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი; 2005-2007წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2007-2011წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2011-2013წწ. ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიის ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2011-2014წწ. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი აგროინჟინერიის დარგში; 2011-2015წწ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, აგრარული და საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი; 2013-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 155-ი სამეცნიერო ნაშრომი, მეთოდური მითითება-წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომლებიც ძირითადად ეხება ნიადაგის წყლისმიერი ეროზიის საკითხებს; გამოგონებული აქვს ფსკერზე მდებარე ნაწილაკის მდგრადობის განმსაზღვრელი ტექნიკური ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც შეისწავლის მაგნიტური ველის გამოყენებით კალაპოტის გარეცხვას. მისი კვლევის მიმართულებაა: მდინარის კალაპოტური პროცესების გაანგარიშების მეთოდების შესწავლა, კალაპოტების ნაკადების ჰიდროლოგიური, ჰიდრომეტრიული და ჰიდრავლიკური კრიტერიუმების დადგენა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა დოქტორთა I ხარისხის სტიპენდია (2000). ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.171; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.210

Member of Organizations

  • საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმნიჭებელი პროფესორთა საბჭო, წევრი სპეციალობით "სასოფლო სამეურნეო მელიორაცია" (1997-2006)
  • საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული სადოქტორო და საკანდიდატო ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო, წევრი სპეციალობით "სასოფლო სამეურნეო მელიორაცია" (1999-2006)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში აგრარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: