შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელიქ რაისიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი. დაამთავრა ერევნის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის საფინანსო აღრიცხვის ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1983წწ. იყო ერევნის №2 პურის ქარხნის მთავარი ბუღალტერი; 1983-1988წწ. ბინების საექსპლუატაციო-კომუნალური განყოფილების გამგე; 1988-1992წწ. ახალქალაქის საწარმოო კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1992-1994წწ. ნინოწმინდის საბაჟოს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის უფროსის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ახალქალაქის №40 საარჩევნო ოლქიდან; 1994-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ახალქალაქის №40 საარჩევნო ოლქი; 2004-2008წწ. საქრთველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - "დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 278; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |