შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულიკო ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთვრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1954 წელს. 16 წლის ასაკში შევიდა საავიაციო სასწავლებელში, მაგრამ ომის დაწყების გამო სასწავლებელი არ დაუმთავრებია, მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1949 წელს შევიდა მოსკოვის სახელმწიფო კინომატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე და დაამთავრა 1954 წელს. 1947-1949წწ. იყო სოფელ მახინჯაურის საშუალო სკოლის პედაგოგი; 1954-1955წწ. თბილისის ქრონიკალური და სამეცნიერო ფილმების სტუდიის რედაქტორი; 1956 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. ამ პერიოდში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები. 1962 წელს გამოიცა "ზღვისპირეთის საღამოები" და "კიდევაც დაიზრდებიან". 1994 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორია. არის 4 წიგნისა და ოცამდე ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის: "ჭიაკოკონა" (1961), "ჯარისკაცის მამა" (1965), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1968), "ღიმილის ბიჭები" (1969), "ნერგები" (1971), "ფესვები" (1988) და სხვ; შექმნილი აქვს ფილმოგრაფია დოკუმენტური ფილმებისათვის: "სეინერები გადიან ზღვაზე" (1959), "ადამიანი და ფოლადი" (1960), "ბაგრატიონები" (1997); დატოვა სცენარები მომავალი ფილმებისთვის: "შავი ელვა" (1988), "სიყვარულის კუნძული" (1984), "იბერიული ბალადა" (1992), "სტალინი" (1999), "იყავნ ნება შენი", "წინ დასასრულია" (2000). მისი გარდაცვალების შემდეგ ქ. თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა სულიკო ჟღენტის სახელი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 277; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.263; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.275; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.174; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |