The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარეჯან გაბუნია

Date of birth:1 November, 1949  (74 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1973წწ. იყო თერჯოლის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ინტერნი; 1973–1975წწ. სოფელ ახალი თერჯოლის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1975–1978წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტი; 1978 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან კი ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ქრონიკულ არასპეციფიკურ დაავადებათა პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სისხლის შრატსა და შარდში ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის განსაზღვრის კლინიკო–დიაგნოსტიკური ღირებულება", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.53; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.80

Member of Organizations

  • ენდოკრინოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • რესპუბლიკური თერაპიული საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: