შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯან გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1973წწ. იყო თერჯოლის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ინტერნი; 1973–1975წწ. სოფელ ახალი თერჯოლის საექიმო ამბულატორიის გამგე; 1975–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტი; 1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან კი ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ფილტვების ქრონიკულ არასპეციფიკურ დაავადებათა პრობლემებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სისხლის შრატსა და შარდში ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის განსაზღვრის კლინიკო–დიაგნოსტიკური ღირებულება", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.53; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.80 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |