შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გუბლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყულანურხვა, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.მუშაობდა სოხუმის მ. გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში აფხაზური ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ; 1956 წელს გამოაქვეყნა პირველი პოეტური კრებული; ძირითადი კრებულები: "გზა მშვიდობისა" (1958), "ჩემი კერის ნაპეწკლები" (1960), "გაზაფხული სდაღეები" (1963), "მეგობრობის სიმღერა" (1972), "მე და ზღვა" (1975); ლექსები: "ბზა", "ძველი კვერთხი", "ბალადა მუხაზე", "ორი ვაზის ბედი"; პოემები: "აფხაზთი", "ადგურ ბზიაბა", "უძლეველნი"; აფხაზი მწერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.171; sputnik-abkhazia.ru; sputnik-abkhazia.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |