Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა ბერძენიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს. 1956 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მუშაობდა დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში, მხატვრულად აფორმებდა წიგნებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "დეკორატიული პანო" (1967, ბიჭვინთა), "ნავები" (1955, მხატვრის კუთვნილება), "მეუღლის პორტრეტი" (1956, მხატვრის კუთვნილება), "აბესალომ და ეთერი" (1968, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი). ილუსტრაციები კონსტანტინე გამსახურდიას რომანისათვის "დიდოსტატის მარჯვენა" (1972, მხატვრის კუთვნილება), აფიშა უილიამ შექსპირის პიესისათვის "რიჩარდ III" (1957, თანაავტორებთან ერთად). არის რამდენიმე წიგნის ავტორი. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ., 1977.-გვ.335 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |