The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ბერძენიშვილი

Date of birth:20 June, 1885
Date of death:16 February, 1977  (at 91 years)
Category:Singer, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

1911 წელს თბილისში რკინიგზის მუშებისაგან ჩამოაყალიბა გურული სიმღერების მომღერალთა გუნდი, რომელსაც 1942 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1917 წელს მღეროდა ს. ჩავლეიშვილის გურულ მომღერალთა გუნდში; 1924–1942წწ. მონაწილეობდა ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდისა და დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მუშაობაში(იყო გურული ფრთის ხელმძღვანელი); 1932 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოკომიტეტთან არსებულ გურულ მომღერალთა ჯგუფს; 1937 წელს გურულ მომღერალთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში, ქართული კულტურის დეკადაში. მონაწილეობდა საქართველოს კინოსტუდიაში გადაღებული კინოფილმების მუსიკალურ გაფორმებაში. ხალხური მომღერალი(ბანი). ლოტბარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410

Awards and Honors

  • 1954 - VIII რესპუბლიკური ოლიმპიადა, საპატიო სიგელი
  • 1951 - VII რესპუბლიკური ოლიმპიადა, საპატიო სიგელი
  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1949 - VI რესპუბლიკური ოლიმპიადა, საპატიო სიგელი

Share: