შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი. 1911 წელს თბილისში რკინიგზის მუშებისაგან ჩამოაყალიბა გურული სიმღერების მომღერალთა გუნდი, რომელსაც 1942 წლამდე ხელმძღვანელობდა; 1917 წელს მღეროდა ს. ჩავლეიშვილის გურულ მომღერალთა გუნდში; 1924–1942წწ. მონაწილეობდა ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდისა და დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მუშაობაში(იყო გურული ფრთის ხელმძღვანელი); 1932 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოკომიტეტთან არსებულ გურულ მომღერალთა ჯგუფს; 1937 წელს გურულ მომღერალთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში, ქართული კულტურის დეკადაში. მონაწილეობდა საქართველოს კინოსტუდიაში გადაღებული კინოფილმების მუსიკალურ გაფორმებაში. ხალხური მომღერალი(ბანი). ლოტბარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |