The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შიო გუგეშაშვილი

Date of birth:22 May, 1908
Date of death:7 September, 1989  (at 81 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გროზნო, ახლანდელი ჩაჩნეთის რესპუბლიკა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1934 წელს.

1934-1941წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, ჯერ ორდინატორი იყო, შემდეგ - ასისტენტი; ომის წლებში ფრონტზე იბრძოდა და მუშაობდა ქირურგად; ომის შემდეგ დაასახელეს კათედრის დოცენტად, შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურში; 1958-1986წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგე, ხოლო 1986 წლიდან კონსულტანტი; სწავლობდა ორგანიზმში წყლისა და მკვრივ ნივთიერებათა ცვლას ნორმასა და პათოლოგიაში, კერძოდ ბოტკინის დაავადებასა და ბაქტერიული დიზენტერიის დროს; ბევრი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის დაბეჭდილი აქვს ერთი სახელმძღვანელო შინაგან სნეულებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები; II მსოფლიო ომის მონაწილე, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.172; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.361-362

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: