The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შიო გუგეშაშვილი

დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 1989  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გროზნო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1934 წელს.

1934-1941წწ. და 1946-1958წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე; 1958-1986წწ. იყო ამავე კათედრის გამგე, ხოლო 1986 წლიდან კონსულტანი; 1943-1946წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურში; სწავლობდა ორგანიზმში წყლისა და მკვრივ ნივთიერებათა ცვლას ნორმასა და პათოლოგიაში, კერძოდ ბოტკინის დაავადებასა და ბაქტერიული დიზენტერიის დროს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები; II მსოფლიო ომის მონაწილე, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.172

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: