შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1975 წელს. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში; 1993 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა; სურათები გამოფენილი იყო საფრანგეთში (1989, პარიზი, დრუოს აუქციონი), ბელგიაში (1990, ბრიუსელი), იტალიაში (1991, რომი). მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "კომპოზიცია" (1989, გერმანია, კერძო კუთვნილება), "ეკლესია" (1989, მხატვრის კუთვნილება), "თეთრი ცხენი" (1989, თბილისი, სურათების ეროვნული გალერეა), "ეკლესია" (1990, პარიზი, ჯანრი კაშიას კუთვნილება, ), "ნატურმორტი" (1990, თბილისი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი), "კომპოზიცია" (1992, მხატვრის კუთვნილება). ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 90-91
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |