Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ გუგუნავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი. 1889-1898წწ. იყო ოზურგეთის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; 1898 წლიდან ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ–შუამავალი; თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში "დროება", "კვალი", "მწყემსი", "მოამბე"; 1893-1895წწ. ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს; მას ეკუთვნის რამდენიმე ლექსი, მათ შორის: "დედაენა" (1893), "მოხუცის ანდერძი" (1895), "ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას" (1895); მას აგრეთვე ეკუთვნის სარეცენზიო სტატია "წერილი ქუთაისიდან" (1884), რომელიც ქართულ გალობას შეეხებოდა; მისი სხვა ლექსები და პოემა "ტყვე სასტიკი ზამთრისა" დაკარგულია სოფელ ნაგომარში გუგუნავას საცხოვრებელი სახლის, "პოეზიის სასახლის" დაწვის გამო; 1888 წელს გამოვიდა მისი პოემა "თამარიანი", რომელიც გ. ი. რჩეულიშვილის ისტორიული რომანის "თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა; პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა; პოემის ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა; 1888-1970 წწ. ათგზის გამოიცა; მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო; გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.173; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.101 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |