Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალმასხან გუგუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1963 წწ. მუშაობდა თბილისის ხელსაწყომშენებლობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1967 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად - მართვისა და ავტომატიზაციის) კათედრის დოცენტი; 1977-2003 წწ. ამავე კათედრის გამგე; 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჩატარდა სამუშაოები ხელოვნური კლიმატის მართვის სისტემების შესაქმნელად; მისი შრომები ეხება არაწრფივი სისტემების იდენთიფიკაციას, ოპტიმალური და ადაპტურიმართვის თეორიას, გამოსახულების ციფრული დამუშავებისა და კომპიუტერული გრაფიკის აქტუალურ საკითხებს, ენერგეტიკის თეორიის გამოყენებას მართვის თეორიაში; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიისა და 8 სახელმძღვანელოსი; მიღებული აქვს 4 საავტორო მოწმობა; ინჟინერ–ელექტრიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.173; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.205; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |