შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მოქვი, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს, 1966 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ასპირანტურა უახლესი ისტორიის მიმართულებით. 1967-1995წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში; პარალელურად, 1973-1993წწ. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, 1993-2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის(სოხუმის უნივერსიტეტი) დირექტორი. 2007 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი; 2012 წლიდან პროექტის "აფხაზეთი-ჩვენი სამშობლო" სარეცენზიო საბჭოს წევრი. იკვლევს საქართველოსა და რუსეთის ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის მონოგრაფიებისა. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საგლეხო რეფორმის ისტორია საქართველოში", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 275; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |