The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონი (კათოლიკოს–პატრიარქი)

Legal name:ბესარიონ ბარათაშვილ–ორბელიშვილი
Date of birth:16??
Date of death:1737
Category:Religious leader

Biography

1723 და 1725–1737წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი1680–1723წწ. იყო დავით-გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელი; როდესაც თბილისში ოსმალები შემოვიდნენ და კათოლიკოსი დომენტი ლორეს ციხეში გაიხიზნა, 1723 წელს იგი ქართლის გამგებელმა იესემ კათოლიკოსად დასვა.  ოსმალებმა მალე დააბრუნეს დომენტი, მაგრამ ის ოსმალეთში გაემგზავრა და კათოლიკოსად ისევ ბესარიონი დადგა. იგი ეძებდა ოსმალთა უღლისაგან საქართველოს გათავისუფლების გზას, სთხოვდა ასტრახანში მყოფ ვახტანგ VI-ს საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყანას. ბესარიონი გარეჯის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე იყო. მას მიეწერება ქართული  "ჰაგიოგრაფიული კრებული"-ს II რედაქცია. დომენტი კათოლიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული ბესარიონმა შეავსო ახალი თხზულებებით (რაჟდენ პირველმოწამის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების ცხოვრებანი). ბესარიონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა "სადღესასწაულო"-ს ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება "გრდემლი". სასულიერო მწერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.413


Share: