შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს. 1957-1958წწ. იყო თეატრალური ინსტიტუტის პრეპარატორი; 1958-1961წწ. მასწავლებელი; 1961 წლიდან უფროსი მასწავლებელი; 1961-1965წწ. ბათუმის, 1965-1970 და 1979-1986წწ. რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი; 1970-1979წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის, 1979-1986წწ. გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი; 1991-1999წწ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი; 1993 წლიდან ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; 1995 წლიდან მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე; 1998 წლიდან რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოში და საზღვარგარეთ; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 273; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |