შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს. 1964-1966წწ. მუშაობდა სახელმწიფო კამერულ ორკესტრში; 1966 წლიდან სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრია; 1991-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონოსა და ალტის კეთედრის გამგე; წლების მანძილზე მოღვაწეობდა გერმანიის ქ. ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრში. როგორც სოლისტი, გამოდის კამერულ ორკესტრებთან ერთად, ამასთანავე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. თბილისის მუსიკალური ათწლედის დირექტორი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, ალტისტი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 273; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.229 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |