The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ გუგუშვილი

ბესარიონ გუგუშვილი
Date of birth:6 May, 1945  (78 years)
Category:Economist, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1962-1963წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით; 1963-1967წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, თურქეთის ისტორიის სპეციალობით; 1967-1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე სპეციალობით - საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია; 1967-1970წწ. თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1971 წელს დაიცვა დისერტაცია მრეწველობის პრობლემებზე მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1971-1973წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად; 1973 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში, ჯერ ეკონომიკის განყოფილების გამგედ, შემდეგ ამ ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1990-1991წწ. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო კინოკორპორაციის პრეზიდენტად; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრად; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკის, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის დისციპლინებში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ეკონომიკისა და ინფორმატიკის დარგებში, არის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში საქართველოს ავტომატიზებული სისტემის მთავარი კონსტრუქტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერიზაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1994 წლიდან იმყოფება ემიგრაციაშია. ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.174; ბ. პ. გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შესახებ : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება  / საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო // რესპუბლიკა. - თბილისი, 1991. - 27 აგვისტო.-გვ.1

Bibliography

  • მკვლელობის დაკვეთა : საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქ. პარლამენტის დროებითი კომისიის დოკუმენტების კრიტიკა და მხილება (Author). - თბილისი, შპს "გამომცემლობა გრიფონის" სტ., 2012. - 320 გვ.. - ISBN: 978-9941-0-5050-3

Share: