შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ–გეოლოგიური ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1960წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოსა და ა. თვალჭრელიძის სახელობის კავკასიური მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში; 1960 წლიდან დროგამოშვებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1991-1994წწ. იყო საქართველოს გეოლოგიის, გეოდეზიის და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დირექტრი; 2004-2006წწ. სააქციო საზოგადოება "მადნეულის" პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი; მისი შრომები ეხება ვულკანოლოგიისა პეტროლოგიის საკითხებს, სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ფერადი ლითონების საბადოების გენეზისისა და პოსტმაგმური პროცესების როლს დედამიწის ქერქის ფორმირების პროცესში; აღმოჩენილი აქვს ორი საბადო; გეოლოგ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.175 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |