The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა პაპუაშვილი

ზაზა პაპუაშვილი
Date of birth:20 October, 1964  (59 years)
Category:Actor/Actress, Politician, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს.

1981-1982წწ. რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, სცენის მემონტირე; 1982 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - ელექტრო გამნათებელი, კინოსტუდია "ქართული ფილმი", თეატრ-სტუდიის სცენის მემონტაჟე1986 წლიდან რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: კირილე მიმინოშვილი ("სამანიშვილის დედინაცვალი"), კლავდიუსი ("ჰამლეტი"), სეხიზმუნდო ("ცხოვრება სიზმარია"), მასხარა ("მეფე ლირი"), იანგ ზუნი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), მაკბეტი ("მაკბეტი"), მინდია ("ლამარა"), ბაჩა ("მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), პანტალონე ("ქალი გველი"), ჰამლეტი ("ჰამლეტი"), მალვოლიო ("როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე"), ესტრაგონი ("გოდოს მოლოდინში"), დარისპანი ("დარისპანის გასაჭირი"), სევდიანი უცნობი ("ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი").  დადგმული აქვს სპექტაკლები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის დარამატულ თეატრებში; მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს თეატრალური საზოგადოების ჯილდო "ოქროს ნიღაბი"; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №15 საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 270; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 287

Member of Organizations

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწივევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)

Awards and Honors

  • 2006 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ლადო მესხიშვილის სახელობის პრემია

Share: