შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ოჩიაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი, სოფელი შუაფხო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1951 წელს. 1953 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი(1959 წ. სტეფანწმინდა); ვაჟა-ფშაველას ძეგლი(1985 წ. დუშეთი); "ვაჟა-ფშაველას პორტრეტი"(მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა); "სტუდენტი გოგონას პორტრეტი"(სახვითი ხელოვნების მუზეუმი); "ინჟინერ ირინე ჯანდიერის პორტრეტი"(საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები დასავლეთ ბერლინში, ავსტრიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და სირიაში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მრავალი სხვა ქვეყნის ხელოვნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მისი განსაკუთრებული ნიჭი წარმოჩინდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 267 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |