შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1973 წელს; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს. 1977 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; 2007 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და ვოკალური ფაკულტეტის დეკანი; პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"); მომღერალი (ტენორი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.323 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |