შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ოსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სატივე, ხაშურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია 1967 წელს. 1960-1962წწ. რკინიგზის ტექნიკუმის სტუდენტი; 1968-1969წწ. ტრანსპორტის პროექტირების კავკასიის სახელმწიფო ინსტიტუტის ინჟინერი; 1969-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1992-1993წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, დამოუკიდებელი დეპუტატი №35 ხაშურის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პოლიციის გენერალ-მაიორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საერთაშორისო კონფლიქტებში ძალის არ გამოყენების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური სამართლებრივი საფუძვლები", დაიცვა 1996 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 266; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.283 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |