შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტოგო გუდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; წლების მანძილზე თანმშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; მისი გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღესტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას; მასვე ეკუთვნის დაღესტნის რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნიერული აღწერა(ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური); მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები; უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტიკისა და მორფოლოგიის პრობლემებზე, რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა; ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა – "ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი" (1959), "ბოთლხური ენა" (1963), "ანდიურ ენათა კონსონანტიზმი" (1964), "ბაგვალური ენა" (1971); ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.176; ice.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |