Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ორველაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს; 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1988-1990წწ. იყო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1991წწ. ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის თანამშრომელი; 1990-1992წწ. ჟურნალ "ეკონომიკის" საერთო ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი; 1991-1992წწ. ეკონომიკის სამინისტროს განყოფილების უფროსი; 1992-1993წწ. პარლამენტის ექსპერტი; 1993 წელს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ეკონომიკური რეფორმის შტაბის პასუხისმგებელი მდივანი; 1994-1998წწ. საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე; 1995 წლიდან ეკონომიკური ცოდნის გავრცელების ფონდის "junior Achievment - Georgia" პრეზიდენტი; 1999 წლიდან ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.265 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |