Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ონოფრიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1971 წელს. 1956–1964წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ კინოოპერატორად. 1964 წლიდან ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის დამდგმელი ოპრერატორი, 1968 წლიდან კომპანია "ქართული ტელეფილმის" დამდგმელი ოპერატორი; იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის ტელეფილმ "რეკორდი"-ს დამდგმელი ოპერატორი; გადაღებული აქვს ფილმები: "შორია გურჯისტანამდე", "ძველი ქართული საგალობლები", "პეტრიწონის მონასტერი", "წმინდა ათონის მატიანე", "ლაზარე", "თუში მეცხვარე" და სხვ. მიღებული აქვს სატელევიზიო ფილმების საკავშირო ფესტივალის პირველი ხარისხის დიპლომი (ლენინგრადი), საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის ფილმში "თუში მეცხვარე" (1977), საერთაშორისო ფესტივალ "ზლატა პრაღას" გრან-პრი (პრაღა, 1984). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 265; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.269 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |