Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ გუდიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1937 წლიდან იყო პედაგოგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1981 წლიდან კი პროფესორი; მუშაობდა თეატრალურ, სიმფონიურ კამერულ–საკრავიერ, კამერულ–ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში; მას ეკუთვნის ოპერები: "ელისო" (ა. ყაზბეგის მიხედვით, 1944), "ქეთევან წამებული"(1960), "სისხლიანი სუფრა" (1971), "შურისძიება" (1971); 2 ბალეტი: "დედის მანდილი" (1951) და "ნარიყალას ციხესთან" (1958); ოპერეტები: "შეხვედრა აგარაკზე" (1950), "საჩუქარი"(1951), "სალხინობელი" (1953), "ვახშამზე"(1959); 4 სიმფონია (1944, 1949, 1968, 1980); 5 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1946, 1948, 1961, 1980); სიმებიანი კვარტეტები, საფორტეპიანო კვინტეტი (1948); საფორტეპიანო სონატა (1950); 24 პრელუდია და ფუგა (1975); მისმა ხალხურ თემებზე შექმნილმა საესტრადო ჟანრის "ქართულმა ფანტაზიამ" დიდი პოპულარობა მოიპოვა 40–იანი წლებიდან ქართველ და კერძოდ, თბილისელ მუსიკის მოყვარულთა შორის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.188 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |