The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატო ონიანი

ნატო ონიანი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985 წელს იყო საქართველოს რადიოს პოლიტიკურ გადაცემათა რედაქციის რედაქტორი; 1989-1992წწ. პროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი და ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996წწ. ტელეკომპანია II არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1996 წლიდან პირველი არხის ინფორმაციის რედაქციის მთავარი რედაქტორი; ამჟამად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 264

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

გააზიარე: