შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ოკუჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1961-2000 წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე; 1973-1975 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი მეცნიერების დარგში; 1975-1980 წწ. მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემკოს-მდივანი; 1978-1988 წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1980-1985 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1993-1997 წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის ნევროლოგიური ელექტროდიაგნოსტიკის განყოფილების გამგე; 2000-2006წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. არის 250 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ნეიროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიური აქტივობის ძირითადი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.262; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.-გვ.516; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |