შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბერი ხორნაბუჯელი![]()
ბიოგრაფიაXIII საუკუნის 40–50 წლების სახელმწიფო მოღვაწე, ხორნაბუჯის(კამბეჩოვანის) ციხის პატრონი. საქართველოს მეფის დავით VII–ის კარის ერთგული მოხელე, რომელსაც ხშირად ავალებდნენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებას. როდესაც მეფეს კახეთის მმართველი თორღვა პანკელი განუდგა, მასთან მესტუმრე ჯიქურის დავალებით გაიგზავნა ბერი ხორნაბუჯელი, რომელმაც თორღვას უვნებლობის ფიცი მისცა და სასახლეში მოიყვანა. დედოფალ ჯიგდა–ხათუნის ჩაგონებით ჯიქურმა დაარღვია ბერი ხორნაბუჯელის მიერ თორღვასათვის მიცემული ფიცი და მეფის დაუკითხავად თორღვა სიკვდილით დასაჯეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, ფიცის დარღვევით განრისხებულმა ალავერდის მთავარმოწამემ შური იძია ბერი ხორნაბუჯელზე–"უმკვიდრო იქნა სახლი მისი"– მოუკვდა შვილი შალვა და დაეხოცა შვილიშვილები. ხორნაბუჯელთა(მახატლისძეთა) ფეოდალური სახლის გადაშენება დაკავირებული იყო მონღოლთა ბატონობის მძიმე შედეგებთან. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.406
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |