The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ნოზაძე

მამუკა ნოზაძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1967  (58 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს.

1991-1992წწ. - ქ. ჭიათურის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; 1992-1993წწ. - თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი; 1993-1994წწ. - თბილისის სარაიონთაშორისო ტრანსპორტის პროკურატურის უფროს გამომძიებელი; 1995-1997წწ. - საქართველოს ტრასპორტის პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი და პროკურორის უფროსი თანაშემწე; 1997-1998წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის კადრების ინსპექციის პროკურორი; 1998-1999წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 1999-2005წწ. - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2005-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2009-2012წწ. - დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტანტი; 2012-2019წწ. - შემოსავლების სამსახურში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გაფორმების დეპარტამენტის უფროსი და დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2019 წლის ივნისიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 260; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: