The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ბერიძე

მერაბ ბერიძე
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1989  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს.

1956 წლიდნა მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1988–1989წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; მან დიდი წვლილი შეიტანა ლითოგენეზისის განვითარებასა და დამკვიდრებაში; 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საუწყებათაშორისო ლითოლოგიური კომიტეტის ლითონოგენეზისის სექციას; იყო ტურბიდული სედიმენტოგენეზისის კვლევების დამფუძნებელი საქართველოში. მონაწილეობდა საერთაშორისო გეოლოგიურ პროექტებში, მათ შორის იუნესკოს საერთაშორისო კორელაციის 198 პროექტის შესრულებაში. მის მიერ შემუშავებელი რეკომენდაციები საფუძვლად დაედო ჟინვალის, არხოტის და ტარსკოეს (ჩრდილოეთ ოსეთი) გვირაბების პროექტებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სედიმენტოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: