The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ბერიძე

ლევან ბერიძე
Date of birth:26 August, 1933  (90 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1958 წელს.

1958–1964წწ. მუშაობდა საცხოვრებელი სახლების დაპროექტების საკავშირო ცენტრალური ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში; 1964–1974წწ. ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1974–1989წწ. იყო საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ბიუროს მთავარი არქიტექტორი; 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი ძირითადი ნამუშევრებია: ურიგელო კარკასიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში(1973), ქართული საშუალო სკოლა ბიჭვინთაში (1977), მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი ცხინვალში (1985), საშუალო სკოლა სოფელ ხერთვისში (1985), სპეცსკოლა–ინტერნატი სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის თბილისში (1984). ლ. ბერიძის სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის ძირითადი სფერო იყო არქიტექტურისა და კლიმატის ურთიერთგავლენა. არქიტექტურის კანდიდატი (1973).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.83

Awards and Honors

  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (სპეცსკოლა–ინტერნატი სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის თბილისში)
  • 1985 - საქართველოს I არქიტექტურული ბიენალე (საშუალო სკოლა სოფელ ხერთვისში)
  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: