The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბერიძე

ირაკლი ბერიძე
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1919
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1997  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1945 წელს.

1939 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1950 წლიდან - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი; 1959–1960წწ. - შანხაის კონსერვატორიის პროფესორ-კონსულტანტი; 1960–1967წწ. - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; 1966 წლიდან - ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე; 1967–1972წწ. - კაიროს ეროვნული კონსერვატორიის რექტორი და პროფესორი (ვიოლინოს კლასი); 1973–1979წწ. - თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დირექტორი. აქტიურად მონაწილეობდა 1973 წლის ხანძრის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენის ორგანიზებაში.  1990 წლიდან - კაიროს კონსერვატორიის პროფესორი. მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის ყველა კონკურსისა და სხვა საერთაშორისო კონკურსების უცვლელი წევრი, ეწეოდა აქტიურ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1950), პროფესორი (1966). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405;  ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.76; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • ეგვიპტის ხელოვნების აკადემიის "დიდი ოქროს მედალი"
  • ჩინეთ–საბჭოთა კავშირის მეგობრობის მედალი

გააზიარე: