Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვუკოლ ბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1912 წელს. 1922–1932წწ. ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს. 1932 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა შემდეგი ტერმინოლოგიური ლექსიკონები: სამშენებლო (1926), ფიზიკისა და ელექტროტექნიკის (1928), ენისა და ლიტერატურის (1928), ნორმალური ანატომიის (1930), ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიისა და პოლიგრაფიული საქმის (1932), ტექნიკური (1936), მემცენარეობის (1938), ენტომოლოგიის (1938), საავიაციო (1945), ნიადაგთმცოდნეობის (1950) და სხვ. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი რუსთველოლოგიიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებზე. მათგან აღსანიშნავია: "ვეფხისტყაოსნის ხალხურობისათვის", რომელშიც ავტორი იკვლევს რუსთაველის პოემის ეროვნულ ძირებს, მის კავშირს ქართულ ფოლკლორთან, "შოთას პოეტიკისათვის" და "რუსთაველის შაირისათვის", რომელიც ეხება რუსთაველის შეხედულებას პოეზიაზე და მისი ლექსთწყობის თავისებურებებს. რუსთველოლოგი. პროფესორი (1932). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405; cyc.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |