შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1938 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა "საქკომუნპროექტში" (1959 წლიდან "საქქალაქმშენსახპროექტი) არქიტექტორად, არქიტექტურული ჯგუფის, სახელოსნოს ხელმძღვანელად, მმართველის მოადგილედ. 1952–1954წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტის დირექტორი; 1964 წლიდან ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურის საპროექტო სახელოსნოს ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი. ძირითადი ნამუშევრებია: შრომის დაცვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის შენობა (თბილისი, 1960), სამგზავრო აეროვაგზალი(თბილისი, 1968), საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს "აგროტექმშენის" შენობა(თბილისი, 1971). II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |